Sunday, February 3, 2013


გამოყენებული რესურსები

  1. ჟურნალი ,,ფუძნარი"(ნ.10.2010 ოქტომბერი.გვ.4-5);
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.(ტომი  მე-9);
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.(ტომი მე-4. გვ-525.თბილისი-1979);
  4. მზია სურგულაძე ,,ქართული საისტორიო აქტები"(გვ.82-85.გამომცემლობა ,,არტანუჯი"-თბილისი);
  5. ლევან სანიკიძე ,,უქარქაშო ხმლები"(წიგნი პირველი,გამომცემლობა ,,მერანი",თბილისი 1991);
  6. saunje.ge;
  7. ambioni.ge(საზოგადოებრივ-რელიგიუირი ინტერნეტ-ჟურნალი);
  8. orthodoxy.ge;
  9. heritagesites.ge;
  10. სურათები;
  11. ვიდეო მასალა.

დასკვნა

მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა,მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი,ცხოვლისმყოფელი ძალა აქვს.ეს იმიტომ,რომ სვეტიცხოველთან ერთად მე-4 საუკუნეში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება..
სვეტიცხოველი უპირველე ყოვლისა საქართველოს რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა,რადგან საპატრიარქო ტაძარი და საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია იყო.სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა მე-11 საუკუნისაა.იგი ქართული კულტურის ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით,დიდებულებითა და ჰარმონიულობით,არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც რაც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
სვეტიცხოველს თავიდანვე დაებადა უხვი შეწირულობები...მე-4 საუკუნეში მირიან მეფემ ტაძის ასაგებად დათმო თავისი სამეფო ბაღი,ხოლო კახეთის მფლობელმა სუჯიმ წმინდა ნინოსგან ქრისტიანობის მიღების შემდეგ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ბოდბე...
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისაგან.ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას,ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებს უკავშირდება.შემდგომში არაერთხელ შემუსვრილა მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად,არაერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა,მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის,შემოქმედებითი ენერგიისა და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით.ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალას,მისი გაუტეხლობის სიმბოლოს განასახიერებდა.
სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ამ წმინდა და დიდი ნაგბობის მნიშვნელობაზე მესაუბრა,რადგან მისი როლი, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ქართველი ერის იტორიაში მეტად განსაკუთრებულია...ვთვლი რომ დღებანდელ თაობას ნამდვილად სჭირდება დაწვრილებითი ცნობები იმ დიდებული ტაძრის შესახებ,რომელსაც სვეტიცხოველი-მეორე იერუსალიმი ჰქვია!


სვეტიცხოვლის სურათები და ვიდეო მასალა...

სურათები
















video


























Wednesday, January 30, 2013


ზოდიაქოს რკალი სვეტიცხოვლის სამხრეთ ფრესკაზე

განსაკუთრებული ინფორმაცია
ზოდიაქოს წრეზე განლაგებულია 12 თანავარსკვლავედი. ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე გადის მზის ხილული წლიური გზა ვარსკვლავთა შორის და მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზები. სახელწოდება იმით არის გაპირობებული, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავთა უმრავლესობა ძველთაგანვე ცხოველების სახელს ატარებს.

სწორედ ეს წრეა გამოსახული სვეტიცხოვლის სამხერთ ფრესკაზე,რომლის განხილვასაც შეძლებისდაგვარად წარმოგიდგენთ...

ფრესკაზე აპოკალიფსის ამსახაველი ფრაგმენტებია გამოსახული. ამ ფრესკის მთლიანად განხილვა ფრიად საინტერესოა, მაგრამ, ამჯერად მხოლოდ მის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულ ფრაგმენტს შევეხებით, სადაც კონცენტრულ წრეებში მაცხოვარი და მის გარშემო ანგელოზთა დასი, ზოდიაქოს რკალის თანავარსკვლავედების აღმნიშვნელ ცხოველთა გამოსახულებები,მზემთავარე და ვარსკვლავებია წარმოდგენილი.

მართლმადიდებლური სწავლებით სამყარო თვითმყოფადი არ არის,იგი ღვთის მიერ არის შექმნილი. უწყება სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულია სიტყვებით - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ“ (დაბადება I, 1). სიტყვა „დასაბამად“ იმ საწყის მომენტზე მიუთითებს, რომელშიც შეიქმნა უხილავი და ხილული სამყარო. უხილავ სამყაროში ანგელოზები იგულისხმება, ხილული სამყარო -მატერიალური - ნივთიერი სამყარო.
ვინაიდან საუბარი მართლმადიდებლურ ფრესკას და მასზე გამოსახულ „ცხოველთა-სახილველებს“ ეხება, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია, იმ საკითხის განხილვა, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის ზოდიაქოს თანავარსკვლავედებითა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. საკითხის ამ კუთხით წარმოჩენა იმან მაფიქრებინა, რომ საზოგადოებაში მოარული მცდარი აზრის თანახმად, ზოგიერთი ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს ადამიანთა ბედის განმსაზღვრელად მიიჩნევს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი შეხედულების რეკლამირებას ზოგიერთი ტელეარხი და ჟურნალ-გაზეთიც უწყობს ხელს, რაც მცდარ გზაზე მიმართავს ადამიანთა ცნობიერებას.
ფრაგმენტზე მაცხოვრის მახლობლად ოთხი ცხოველია გამოსახული, რომელთა შესახებაც წმიდა წერილში შეგვიძლია ამოვიკითხოთ: „და ყოველნი ანგელოზნი დგეს გარემოის საყდრისა... და ოთხთა მათ ცხოველთაისა“... (გამოცხ. VII, 11); ... „და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისა, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროისა, და მესამე ცხოველსა აქუნდა პირი კაცისა, და მეოთხე მსგავსი არწივისა მფრინველისა“ (გამოცხ. IV, 7).
საგულისხმოა ისიც, რომ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა სვეტიცხოვლისა) არსად გვხვდება ხსენებული ფრაგმენტის მსგავსი ფრესკა, ხოლო A-38 ხელნაწერი - „მცხეთის დავითნი“, რომელშიც მითითებულია ზოდიაქური გამოთვლები, ქალაქ მცხეთაში ინახებოდა. აღნიშნული იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ ფრესკის ავტორი (ან მისი დამკვეთი), კარგად იცნობდა ამ ხელნაწერში მოცემულ ზოდიაქურ გამოთვლებს, რაც „გამოისახა“ კიდეც ფრესკაზე...
მთლინად ფრესკა,,მკვდართა აღდგომა" და ,,დიდება უფლისა",მორწმუნე ადამიანის სულში ღვთის შიშსა სა სინანულს,სამარადისო ცხოვრებისათვის ყოველდღიური მზადებისა და ყველა ქმნილებასთან ერთად ღვთის სადიდებლის აღვლენის სურვილს უნდა აღძრავდეს.
პრაქტიკული თვალსაზრისით ხსენებული ფრაგმენტი საქართველოში კარგად ცნობილი ხელნაწერის, ,,მცხეთის დავითნში" მოცემული ზოდიაქური გამოთვლების ერთგვარ ,,თვალსაჩინოებას" წარმოადგენს..

Tuesday, January 29, 2013


მელქისედეკ კათალიკოსის ღვაწლი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის ტახტი მე-11 საუკუნეში მელქისედეკმა დაიკავა.იიგი საქართველოს ეკლესია მესაჭეობდა მაშინ,როდესაც იქმნებოდა ერთიანი საქართველო.ჩვენამდე მოღწეულ მელქისედეკის ერთადერთ დოკუმენტზე დაკვირვება უჩვენებს,თუ რა საშუალებებით მონაწილეობდა მცხეთის ტახტი ამ დიდ ისტორიულ პროცესში.დოკუმენტში ჩამოთვლილია მელქისედეკის მეცადინეობით სვეტიცხოვლისათვის შეძენილი სოფლები და სხვა ქონება,დაწყებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციებიდან,დამთავრებული ჰერეთით.რეალურად ეს ნისნავდა მცხეთის ტახტის კონტროლის გაძლიერებას შემოერთებული ტერიტორიების საეკლესიო ცხოვრებაზე. მელქისედეკმა ხელმეორედ ააშენა სვეტიცხოვლის ტაძარი,შეამკო იგი ხატებით,საეკლესიო სამსახურებელი ჭურჭლით და საღვთისმსახურო წიგნებით.საქართველოში მელქისედეკს საკუთარი გარჯით 135 სოფელი შეუძენია სვეტიცხოვლისათვის.მას ამ ტაძარში გაუჩენია სამლოცველო...

მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთები

Monday, January 28, 2013


არქიტექტურა 

1970-71წწ-ში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი;ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა,რომელიც აქვე ააშენა წმ.ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ,ვახტანგ გორგასალმა.მე-11 სს-ში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო.მან ხუროთმოძღვრად არსუკიძე მოიწვია.მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია.ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი 4 მკლავით.საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით 2 სართულად განლაგებულია სათავსები.გუმბათი 4 მძლავრ ბოძს ეყრდნობა და გუმბათის ყელში 16 საკმეველია.მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა,ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს მოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისთვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენთებიც,იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება პროპორციულად ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს ,რომლის ქვეშაც ჯვრის მკლავებია...
სვეტიცხოველში შემორჩენილი მხატვრობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ,,სვეტის" მხატვრობა,რომელიც შესრულდა ქართველ ფერმწერთა მიერ(მე-17სს).ტაძარს გააჩნია შიდა ეზო,რომელიც შემოზღუდულია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მე-2-ის ბრძანებით,1787 წელს აგებული გალავნით.გალავანი ორსართულიანია,რომლის ზედა ნაწილში სათოფეები და სალოდეებია დატანებული.მთელს პერიმეტრზე შემოსდევს 6 ცილინდრული და 22 ოთხკუთხა კოშკი.გალავანს 2 ჭიშკარი ჰქონდა-ერთი სამხრეთიდან და მთავარი კარიბჭე დასავლეთიდან,რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მე-11 საუკუნის ქართული საერო არქირექტურის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია.

ტაძრის ინტერიერი(ფრაგმენტი)

სვეტიცხოვლის გეგმა

3

წმ.ნინოს დროინდელ ეკლესიას დღემდე არ მოუღწევია, მაგრამ 1970-1971 წლების სარემონტო - სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლების კვალი. ასევე, მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააგო, წმ.ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V ს-ის მეორე ნახევარში. ეს იყო დიდი, შვერილაფსიდიანი ნაგებობა ბოძების რამდენიმე წყვილით.თავისი სიდიდით იგი მაინცადამაინც არც კი ჩამოუვარდებოდა დღევანდელ სვეტიცხოველს.მისი მშენებლობის ამბებისა, ავტორისა და თარიღის შესახერ მთავარი წყაროებია თვით ტაძრის ორი წარწერა - აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებისა, და განსაკუთრებით ქართლის კათალიკოსის მელქიზსედექის "ანდერძი", რომელშიაც აღნუსხულია მისი ღვაწლი ტაძრის აგებისა და შემკობისათვის. ძეგლის შემდგომი თავგადასავალი დადასტურებულია წერილობითი საბუთებით.უფრო საინტერესოა საკუთრივ "სვეტიცხოველზე" მოთავსებული მხატვრობა XVII ს-ის მიწურლისა, რომელშიაც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული ("სვეტიცხოველი“ კოშკისებრი ნაგებობაა გუმბათქვეშა კვადრატის დასავლეთით, დიდი თაღის ქვეშ. ეს სასწაულთმოქმედი სვეტის, ე.ი. ტაძრის მთავარი წმიდა რელიკვიის, საცავი იყო. ახლანდელი სვეტი შედარებით გვიანდელია).