სვეტიცხოვლის გეგმა
3
წმ.ნინოს დროინდელ ეკლესიას დღემდე არ მოუღწევია, მაგრამ 1970-1971 წლების სარემონტო - სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლების კვალი. ასევე, მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააგო, წმ.ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V ს-ის მეორე ნახევარში. ეს იყო დიდი, შვერილაფსიდიანი ნაგებობა ბოძების რამდენიმე წყვილით.თავისი სიდიდით იგი მაინცადამაინც არც კი ჩამოუვარდებოდა დღევანდელ სვეტიცხოველს.მისი მშენებლობის ამბებისა, ავტორისა და თარიღის შესახერ მთავარი წყაროებია თვით ტაძრის ორი წარწერა - აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებისა, და განსაკუთრებით ქართლის კათალიკოსის მელქიზსედექის "ანდერძი", რომელშიაც აღნუსხულია მისი ღვაწლი ტაძრის აგებისა და შემკობისათვის. ძეგლის შემდგომი თავგადასავალი დადასტურებულია წერილობითი საბუთებით.უფრო საინტერესოა საკუთრივ "სვეტიცხოველზე" მოთავსებული მხატვრობა XVII ს-ის მიწურლისა, რომელშიაც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული ("სვეტიცხოველი“ კოშკისებრი ნაგებობაა გუმბათქვეშა კვადრატის დასავლეთით, დიდი თაღის ქვეშ. ეს სასწაულთმოქმედი სვეტის, ე.ი. ტაძრის მთავარი წმიდა რელიკვიის, საცავი იყო. ახლანდელი სვეტი შედარებით გვიანდელია).
No comments:
Post a Comment