Monday, January 28, 2013


არქიტექტურა 

1970-71წწ-ში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი;ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა,რომელიც აქვე ააშენა წმ.ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ,ვახტანგ გორგასალმა.მე-11 სს-ში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო.მან ხუროთმოძღვრად არსუკიძე მოიწვია.მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია.ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი 4 მკლავით.საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით 2 სართულად განლაგებულია სათავსები.გუმბათი 4 მძლავრ ბოძს ეყრდნობა და გუმბათის ყელში 16 საკმეველია.მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა,ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს მოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისთვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენთებიც,იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება პროპორციულად ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს ,რომლის ქვეშაც ჯვრის მკლავებია...
სვეტიცხოველში შემორჩენილი მხატვრობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ,,სვეტის" მხატვრობა,რომელიც შესრულდა ქართველ ფერმწერთა მიერ(მე-17სს).ტაძარს გააჩნია შიდა ეზო,რომელიც შემოზღუდულია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მე-2-ის ბრძანებით,1787 წელს აგებული გალავნით.გალავანი ორსართულიანია,რომლის ზედა ნაწილში სათოფეები და სალოდეებია დატანებული.მთელს პერიმეტრზე შემოსდევს 6 ცილინდრული და 22 ოთხკუთხა კოშკი.გალავანს 2 ჭიშკარი ჰქონდა-ერთი სამხრეთიდან და მთავარი კარიბჭე დასავლეთიდან,რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მე-11 საუკუნის ქართული საერო არქირექტურის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია.

ტაძრის ინტერიერი(ფრაგმენტი)

No comments:

Post a Comment