Wednesday, January 30, 2013


ზოდიაქოს რკალი სვეტიცხოვლის სამხრეთ ფრესკაზე

განსაკუთრებული ინფორმაცია
ზოდიაქოს წრეზე განლაგებულია 12 თანავარსკვლავედი. ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე გადის მზის ხილული წლიური გზა ვარსკვლავთა შორის და მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზები. სახელწოდება იმით არის გაპირობებული, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავთა უმრავლესობა ძველთაგანვე ცხოველების სახელს ატარებს.

სწორედ ეს წრეა გამოსახული სვეტიცხოვლის სამხერთ ფრესკაზე,რომლის განხილვასაც შეძლებისდაგვარად წარმოგიდგენთ...

ფრესკაზე აპოკალიფსის ამსახაველი ფრაგმენტებია გამოსახული. ამ ფრესკის მთლიანად განხილვა ფრიად საინტერესოა, მაგრამ, ამჯერად მხოლოდ მის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულ ფრაგმენტს შევეხებით, სადაც კონცენტრულ წრეებში მაცხოვარი და მის გარშემო ანგელოზთა დასი, ზოდიაქოს რკალის თანავარსკვლავედების აღმნიშვნელ ცხოველთა გამოსახულებები,მზემთავარე და ვარსკვლავებია წარმოდგენილი.

მართლმადიდებლური სწავლებით სამყარო თვითმყოფადი არ არის,იგი ღვთის მიერ არის შექმნილი. უწყება სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულია სიტყვებით - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ“ (დაბადება I, 1). სიტყვა „დასაბამად“ იმ საწყის მომენტზე მიუთითებს, რომელშიც შეიქმნა უხილავი და ხილული სამყარო. უხილავ სამყაროში ანგელოზები იგულისხმება, ხილული სამყარო -მატერიალური - ნივთიერი სამყარო.
ვინაიდან საუბარი მართლმადიდებლურ ფრესკას და მასზე გამოსახულ „ცხოველთა-სახილველებს“ ეხება, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია, იმ საკითხის განხილვა, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის ზოდიაქოს თანავარსკვლავედებითა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. საკითხის ამ კუთხით წარმოჩენა იმან მაფიქრებინა, რომ საზოგადოებაში მოარული მცდარი აზრის თანახმად, ზოგიერთი ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს ადამიანთა ბედის განმსაზღვრელად მიიჩნევს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი შეხედულების რეკლამირებას ზოგიერთი ტელეარხი და ჟურნალ-გაზეთიც უწყობს ხელს, რაც მცდარ გზაზე მიმართავს ადამიანთა ცნობიერებას.
ფრაგმენტზე მაცხოვრის მახლობლად ოთხი ცხოველია გამოსახული, რომელთა შესახებაც წმიდა წერილში შეგვიძლია ამოვიკითხოთ: „და ყოველნი ანგელოზნი დგეს გარემოის საყდრისა... და ოთხთა მათ ცხოველთაისა“... (გამოცხ. VII, 11); ... „და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისა, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროისა, და მესამე ცხოველსა აქუნდა პირი კაცისა, და მეოთხე მსგავსი არწივისა მფრინველისა“ (გამოცხ. IV, 7).
საგულისხმოა ისიც, რომ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა სვეტიცხოვლისა) არსად გვხვდება ხსენებული ფრაგმენტის მსგავსი ფრესკა, ხოლო A-38 ხელნაწერი - „მცხეთის დავითნი“, რომელშიც მითითებულია ზოდიაქური გამოთვლები, ქალაქ მცხეთაში ინახებოდა. აღნიშნული იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ ფრესკის ავტორი (ან მისი დამკვეთი), კარგად იცნობდა ამ ხელნაწერში მოცემულ ზოდიაქურ გამოთვლებს, რაც „გამოისახა“ კიდეც ფრესკაზე...
მთლინად ფრესკა,,მკვდართა აღდგომა" და ,,დიდება უფლისა",მორწმუნე ადამიანის სულში ღვთის შიშსა სა სინანულს,სამარადისო ცხოვრებისათვის ყოველდღიური მზადებისა და ყველა ქმნილებასთან ერთად ღვთის სადიდებლის აღვლენის სურვილს უნდა აღძრავდეს.
პრაქტიკული თვალსაზრისით ხსენებული ფრაგმენტი საქართველოში კარგად ცნობილი ხელნაწერის, ,,მცხეთის დავითნში" მოცემული ზოდიაქური გამოთვლების ერთგვარ ,,თვალსაჩინოებას" წარმოადგენს..

Tuesday, January 29, 2013


მელქისედეკ კათალიკოსის ღვაწლი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსის ტახტი მე-11 საუკუნეში მელქისედეკმა დაიკავა.იიგი საქართველოს ეკლესია მესაჭეობდა მაშინ,როდესაც იქმნებოდა ერთიანი საქართველო.ჩვენამდე მოღწეულ მელქისედეკის ერთადერთ დოკუმენტზე დაკვირვება უჩვენებს,თუ რა საშუალებებით მონაწილეობდა მცხეთის ტახტი ამ დიდ ისტორიულ პროცესში.დოკუმენტში ჩამოთვლილია მელქისედეკის მეცადინეობით სვეტიცხოვლისათვის შეძენილი სოფლები და სხვა ქონება,დაწყებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციებიდან,დამთავრებული ჰერეთით.რეალურად ეს ნისნავდა მცხეთის ტახტის კონტროლის გაძლიერებას შემოერთებული ტერიტორიების საეკლესიო ცხოვრებაზე. მელქისედეკმა ხელმეორედ ააშენა სვეტიცხოვლის ტაძარი,შეამკო იგი ხატებით,საეკლესიო სამსახურებელი ჭურჭლით და საღვთისმსახურო წიგნებით.საქართველოში მელქისედეკს საკუთარი გარჯით 135 სოფელი შეუძენია სვეტიცხოვლისათვის.მას ამ ტაძარში გაუჩენია სამლოცველო...

მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთები

Monday, January 28, 2013


არქიტექტურა 

1970-71წწ-ში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი;ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა,რომელიც აქვე ააშენა წმ.ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ,ვახტანგ გორგასალმა.მე-11 სს-ში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო.მან ხუროთმოძღვრად არსუკიძე მოიწვია.მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია.ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი 4 მკლავით.საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით 2 სართულად განლაგებულია სათავსები.გუმბათი 4 მძლავრ ბოძს ეყრდნობა და გუმბათის ყელში 16 საკმეველია.მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა,ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს მოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისთვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენთებიც,იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება პროპორციულად ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს ,რომლის ქვეშაც ჯვრის მკლავებია...
სვეტიცხოველში შემორჩენილი მხატვრობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ,,სვეტის" მხატვრობა,რომელიც შესრულდა ქართველ ფერმწერთა მიერ(მე-17სს).ტაძარს გააჩნია შიდა ეზო,რომელიც შემოზღუდულია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მე-2-ის ბრძანებით,1787 წელს აგებული გალავნით.გალავანი ორსართულიანია,რომლის ზედა ნაწილში სათოფეები და სალოდეებია დატანებული.მთელს პერიმეტრზე შემოსდევს 6 ცილინდრული და 22 ოთხკუთხა კოშკი.გალავანს 2 ჭიშკარი ჰქონდა-ერთი სამხრეთიდან და მთავარი კარიბჭე დასავლეთიდან,რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მე-11 საუკუნის ქართული საერო არქირექტურის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია.

ტაძრის ინტერიერი(ფრაგმენტი)

სვეტიცხოვლის გეგმა

3

წმ.ნინოს დროინდელ ეკლესიას დღემდე არ მოუღწევია, მაგრამ 1970-1971 წლების სარემონტო - სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლების კვალი. ასევე, მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააგო, წმ.ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V ს-ის მეორე ნახევარში. ეს იყო დიდი, შვერილაფსიდიანი ნაგებობა ბოძების რამდენიმე წყვილით.თავისი სიდიდით იგი მაინცადამაინც არც კი ჩამოუვარდებოდა დღევანდელ სვეტიცხოველს.მისი მშენებლობის ამბებისა, ავტორისა და თარიღის შესახერ მთავარი წყაროებია თვით ტაძრის ორი წარწერა - აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებისა, და განსაკუთრებით ქართლის კათალიკოსის მელქიზსედექის "ანდერძი", რომელშიაც აღნუსხულია მისი ღვაწლი ტაძრის აგებისა და შემკობისათვის. ძეგლის შემდგომი თავგადასავალი დადასტურებულია წერილობითი საბუთებით.უფრო საინტერესოა საკუთრივ "სვეტიცხოველზე" მოთავსებული მხატვრობა XVII ს-ის მიწურლისა, რომელშიაც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული ("სვეტიცხოველი“ კოშკისებრი ნაგებობაა გუმბათქვეშა კვადრატის დასავლეთით, დიდი თაღის ქვეშ. ეს სასწაულთმოქმედი სვეტის, ე.ი. ტაძრის მთავარი წმიდა რელიკვიის, საცავი იყო. ახლანდელი სვეტი შედარებით გვიანდელია).



სვეტიცხოვლის გეგმა

2

ტაძრის გარედან დათვალიერების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი რამ აქაც შეცვლილია. გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რაც მწვანე ქვით არის მოპირკეთებული) XV ს-ის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, ზოგი რელიეფური გამოსახულება (მაგ.აღმოსავლეთი ფასადის ანგელოზები, ლომი და არწივი, სამხრეთის ფასადის ზოგი რელიეფი და სხვ.) გადაადგილებულია. არის XVII ს-ის ჩანართებიც (ზოგი ტლანქი რელიეფური გამოსახულება და წარწერა აღმოსავლეთ ფასადისა და სხვ.). საბედნიეროდ, ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები. სვეტიცხოვლის გალავანი, ძირითადად, XVIII ს-ეს, ერეკლე მეორის ხანას მიეკუთვნება. მაგრამ არის დარჩენილი ძველი ნასახლარის ნაშთი ეზოს სამხრეთ - დასავლეთით, ძველია თვით გალავნის ნაწილი ამ მხარეს. ტაძრის თანამედროვეა იმავე მელქიზსედექ კათალიკოსის მიერ აგებული მშვენიერი კარიბჭე, მაშინდელი ქართული საერო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. მისი რესტავრაცია 1964-1965 წლებში ჩატარდა (არქ. კ.ცინცაძე).
სვეტიცხოვლის გეგმა

1
 გვერდის ფასადების შუა ნაწილებში მთავარია მზარდი თაღების რიტმი, დასავლეთით კი - ერთი დიდი სარკმელი, რომლის მდიდრულ მორთულობასაც კედლის თითქმის მთელი არე უჭირავს. ამ საერთო თაღოვან რიტმშია ჩართული დასავლეთის ნავის გრძივი (სამხრეთი და ჩრდილოეთი) კედლების სამ-სამი თაღიც, მაგრამ ეს დეკორაციული თაღები კი არ არის, არამედ კონსტრუქციული. იმ მიზნით. რომ კედელი გათავისუფლდეს ზედმეტი მასისაგან, გაკეთებულია ღრმა თაღოვანი ნიშები, რომლებიც მთელ ნაგებობას განსაკუთრებულ პლასტიკურობას ანიჭებს. ოსტატი არ ერიდება პოლიქრომიის ეფექტებსაც - კედელში აქა-იქ ჩართულია სხვადასხვა ფერის ქვები. ძირითადი ქვიშისფერი ყოფილა, საკურთხევლის სარკმლის მოჩუქურთმებული საპირე კი კაშკაშა წითელი ფერის ქვითაა აწყობილი, წითელი "ლაქები" მეორდება სხვაგანაც. შეკეთებათა შედეგად (XV ს-ში შეკეთებული ნაწილების პერანგი მწვანე ქვისაა) ქვაზე ნაკვეთი მორთულობის მთლიანობა დარღვეულია. გვიანდელი ჩუქურთმები, კერძოდ, გუმბათის ყელის სარკმლებისა, ხარისხით დიდად ჩამოუვარდება თავდაპირველთ, მშრალი და დაქუცმაცებულია. რა თქმა უნდა, XI ს-ის მორთულობა გუმბათის ყელზე უფრო მძლავრი იყო, უფრო მკაფიოდ ჩანდა და მართლაც აგვირგვინებდა შენობის მთელ მდიდრულ მორთულობას, თუმცა, საერთო შთაბეჭდილება ამ გადაკეთებათა გამო მაინცადამაინც არ ფუჭდება, რაკი აღდგენილი გუმბათი კარგად ეგუება შენობის სხეულს, ხოლო მორთულობის სხვადასხვაგვარობა შესამჩნევი ხდება მხოლოდ საგანგებო დაკვირვების შემდეგ. მორთულობის ყველაზე საინტერესო ნაწილი დასავლეთის ფასადზეა, ხსენებული სარკმლის გარშემო: ჩუქურთმის სახეები რთული და ძლიერ პლასტიკურია; განსაკუთრებით ამშვენებს ფასადს ვაზის გამოსახულება ორი დიდი სტილიზებული მცენარის სახით კედლის ერთსა და მეორე კიდეში მორთულობის ზოგ დეტალში შეიძლება აღმოვაჩინოთ მოტივები, უკვე ცნობილი სამხრეთ საქართველოს X საუკუნის ძეგლებიდან. ეს დამახასიათებელია სახელმწიფოს გაერთიანების ხანისათვის, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა ხელოვნების მონაპოვარი საერთო ეროვნულ კუთვნილებად იქცევა.
სვეტიცხოვლის დაარსება

წინაისტორია მოგვითხრობს, რომ პალესტინაში ქრისტეს მხილებასა და სასიკვდილო განჩინებაში მონაწილეობის მისაღებად მცხეთიდან გაგზავნეს ელიოზ მცხეთელი და ლონგილოზ კარსნელი.
როცა ისინი პალესტინაში ჩავიდნენ ქრისტეს სიკვდილის განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდათ.ისინი დაესწრნენ გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმას. ხოლო,როცა ჯვარცმული ,,ღმერთის“ კვართის,ანუ პერანგის საკითხი დადგა, თუ ვის და სად უნდა წაეღო -კვართი წილად ხვდათ მცხეთელებს.
იგი მცხეთაში ჩამოიტანეს.
ელიოზს პირველი  თავისი და მიეჩრა,კვართი ჩამოართვა,მკერდში ჩაიკრა,ბევრი იტირა და ტირილითვე მიიცვალა.
მიცვალებულს ხელებიდან ვერ აართვეს კვართი.ამიტომ იგი კვართთნ ერთად დამარხეს "სანატრელითა დამარხვითა".
მის საფლავზე,ამოვიდა ლიბანის ნაძვი,იგივე კედარი („კედარი“, ამ სიტყვით როგორც ჩანს აღინიშნება არა მხოლოდ სვეტიცხოველი,არამედ საერთოდ ქრისტიანული ეკლესიები. ჩვენთვის საინტერესო გამოთქმებში სვეტიცხოველი ყველაზე დიდებული საყდარია ქრისტიანული სამყაროს სხვა „კედართა“ შორის. კედარის სინონიმი  - ლიბანის ნაძვი ქრისტიანული ეკლესიის მნიშვნელობით დადასტურებული გვაქვს მცირე სჯულისკანონში:... „აწ უკუე ჩუენთა ღმრთისმსახურებათა და მართლაღსარებასა სარწმუნოვებისასა ჰმამაღლად ვქადაგებთ,რომელსაცა ზედა ეკლესიაი ქრისტჰსი დაფუძნებულ არს და დღითი-დღე აღორძინდების და აღემატების უფროისა ნაძუთა მათ ლიბანისასა“. კედარის,როგორც საერთოდ ქრისტიანული ეკლესიის სიტყვიერი სიმბოლოს,აზრი,სვეტიცხოვლის განდიდებაში გამოხატული ,ისევ ეროვნულ-სარწმუნოებრივ მნიშვნელობას იძენს.)ქართლის მოქცევის ამბავი  იმ დროს უკავშირდება,როცა გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ წმ.ნინოს სთხოვა მიეთითებინა ადგილი პირველი ეკლესიის ასაშენებლად. ნინომ სიდონიას საფლავი მიუთითა.მაშინ მოსჭრეს ლიბანის ნაძვი და მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი.ექვსი აღუმართავთ და მეშვიდესთვის,მთავარი დედა სვეტისთვის ვერაფერი მოუხერხებიათ.იმ ღამეს ნინოს მხურველე ლოცვით სვეტი თვითონვე „ცეცხლის სახედ“ ჩამოვიდა და დაემყარა თავის ბაზისს.მას მირონი სდიოდა.მირონი კურნავდა სნეულებს,სვეტი კი იყო სიცოცხლის მომნიჭებელი,ეს იყო „სვეტი ცხოველი“...

Sunday, January 27, 2013

სვეტიცხოველი



ნათელია, რომ მეტად რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება.მატერიალურ სიდუხჭირეს ისიც დაემატა, რომ ეს არის ხანა მარადიული ღირებულებების რყევისა და მსხვრევისა.ხდება გაუფასურება საუკუნოვანი ტრადიციებისა და ცხოვრების წესისა.ამ საშინელი გადაგვარების მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სულიერი, კულტურული და ზნეობრივი კრიზისის პერიოდში.რამდენ ხანს გასტანს იგი ძნელი სათქმელია;ყველაფერი მაინც ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. 
როდესაც 2000 წლის ქრისტიანული ცხოვრების გადასახედიდან ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ აწმყოსა და მომავლის წინაშე.საქართველო ხომ ძველი, თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა...
ვფიქრობ,რომ ჩემი ნაშრომი საიანტერესო იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის,ვისთვისაც ღირებულია ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა და სადაც შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინე ქრისტიანული კულტურული ნაგებობა-სვეტიცხოველი-მეორე იერუსალიმი!