სვეტიცხოვლის გეგმა
2
ტაძრის გარედან დათვალიერების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი რამ აქაც შეცვლილია. გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რაც მწვანე ქვით არის მოპირკეთებული) XV ს-ის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, ზოგი რელიეფური გამოსახულება (მაგ.აღმოსავლეთი ფასადის ანგელოზები, ლომი და არწივი, სამხრეთის ფასადის ზოგი რელიეფი და სხვ.) გადაადგილებულია. არის XVII ს-ის ჩანართებიც (ზოგი ტლანქი რელიეფური გამოსახულება და წარწერა აღმოსავლეთ ფასადისა და სხვ.). საბედნიეროდ, ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები. სვეტიცხოვლის გალავანი, ძირითადად, XVIII ს-ეს, ერეკლე მეორის ხანას მიეკუთვნება. მაგრამ არის დარჩენილი ძველი ნასახლარის ნაშთი ეზოს სამხრეთ - დასავლეთით, ძველია თვით გალავნის ნაწილი ამ მხარეს. ტაძრის თანამედროვეა იმავე მელქიზსედექ კათალიკოსის მიერ აგებული მშვენიერი კარიბჭე, მაშინდელი ქართული საერო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. მისი რესტავრაცია 1964-1965 წლებში ჩატარდა (არქ. კ.ცინცაძე).
No comments:
Post a Comment