სვეტიცხოვლის დაარსება
წინაისტორია მოგვითხრობს, რომ პალესტინაში ქრისტეს მხილებასა და სასიკვდილო განჩინებაში მონაწილეობის მისაღებად მცხეთიდან გაგზავნეს ელიოზ მცხეთელი და ლონგილოზ კარსნელი.
როცა ისინი პალესტინაში ჩავიდნენ ქრისტეს სიკვდილის განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდათ.ისინი დაესწრნენ გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმას. ხოლო,როცა ჯვარცმული ,,ღმერთის“ კვართის,ანუ პერანგის საკითხი დადგა, თუ ვის და სად უნდა წაეღო -კვართი წილად ხვდათ მცხეთელებს.
იგი მცხეთაში ჩამოიტანეს.
ელიოზს პირველი თავისი და მიეჩრა,კვართი ჩამოართვა,მკერდში ჩაიკრა,ბევრი იტირა და ტირილითვე მიიცვალა.
მიცვალებულს ხელებიდან ვერ აართვეს კვართი.ამიტომ იგი კვართთნ ერთად დამარხეს "სანატრელითა დამარხვითა".
მის საფლავზე,ამოვიდა ლიბანის ნაძვი,იგივე კედარი („კედარი“, ამ სიტყვით როგორც ჩანს აღინიშნება არა მხოლოდ სვეტიცხოველი,არამედ საერთოდ ქრისტიანული ეკლესიები. ჩვენთვის საინტერესო გამოთქმებში სვეტიცხოველი ყველაზე დიდებული საყდარია ქრისტიანული სამყაროს სხვა „კედართა“ შორის. კედარის სინონიმი - ლიბანის ნაძვი ქრისტიანული ეკლესიის მნიშვნელობით დადასტურებული გვაქვს მცირე სჯულისკანონში:... „აწ უკუე ჩუენთა ღმრთისმსახურებათა და მართლაღსარებასა სარწმუნოვებისასა ჰმამაღლად ვქადაგებთ,რომელსაცა ზედა ეკლესიაი ქრისტჰსი დაფუძნებულ არს და დღითი-დღე აღორძინდების და აღემატების უფროისა ნაძუთა მათ ლიბანისასა“. კედარის,როგორც საერთოდ ქრისტიანული ეკლესიის სიტყვიერი სიმბოლოს,აზრი,სვეტიცხოვლის განდიდებაში გამოხატული ,ისევ ეროვნულ-სარწმუნოებრივ მნიშვნელობას იძენს.)ქართლის მოქცევის ამბავი იმ დროს უკავშირდება,როცა გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ წმ.ნინოს სთხოვა მიეთითებინა ადგილი პირველი ეკლესიის ასაშენებლად. ნინომ სიდონიას საფლავი მიუთითა.მაშინ მოსჭრეს ლიბანის ნაძვი და მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი.ექვსი აღუმართავთ და მეშვიდესთვის,მთავარი დედა სვეტისთვის ვერაფერი მოუხერხებიათ.იმ ღამეს ნინოს მხურველე ლოცვით სვეტი თვითონვე „ცეცხლის სახედ“ ჩამოვიდა და დაემყარა თავის ბაზისს.მას მირონი სდიოდა.მირონი კურნავდა სნეულებს,სვეტი კი იყო სიცოცხლის მომნიჭებელი,ეს იყო „სვეტი ცხოველი“...

No comments:
Post a Comment